მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ნეოდერმი - 25გ ქუსლების დამარბილებელი ხსნარი

უნივერსალური დამატენიანებელი საშუალება მშრალი და ნაკლებ ელასტიური კანისთვის, რომელსაც აქვს ჰიპერკერატოზისა და ნახეთქებისადმი მიდრეკილება.  



                                                       
შემადგენლობა: გლიცერინი; ამიაკის ხსნარი; წყალი;   
                                                                             
გამოყენების წესი: კოსმეტიკური ხსნარი საღამოს შეიზილეთ დაბანილი ფეხის ქუსლზე. ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე 1 კვირის მანძილზე (მაქსიმუმ 10 დღე). ქუსლებიდან მკვდარი უჯრედების მოშორებისთვის გამოიყენეთ პემზა.

შენიშვნა: ხსნარს აქვს მძაფრი სუნი და მოერიდეთ მის შესუნთქვას.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებსა და სითბოს წყაროს!  

სასარგებლო რეკომენდაციები ფეხის ქუსლების მოვლასთან დაკავშირებით
ჩვენს ცხოვრებაში ბევრ ფაქტორი ახდენს გავლენას ფეხის ქუსლების კანის მდგომარეობაზე: მექანიკური დაზიანებები, ავიტამინოზი, ქუსლების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, სოკოვანი და ვირუსული ინფექციები, ენდოკრინული დაავადებები (პირველ რიგში – შაქრიანი დიაბეტი) და სხვა მიზეზები. ამის შედეგად ჩნდება არაესტეთიკური მაზოლები, მეჭეჭები, გარქოვანება, ნახეთქები. ასეთ შემთხვევაში უხერხულობას ქმნის ღია ფეხსაცმლის ტარება.
ფეხის ქუსლებზე ნახეთქები ჩნდება კანის გამოშრობის შემდეგ, როცა მცირდება მისი ელასტიკურობა. მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს სინთეზური ქსოვილის წინდებისა და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება, ხოლო ზაფხულის ღია ფეხსაცმელში ფეხის ქუსლები საერთოდ დაუცველი რჩება. რიგ შემთხვევაში თავს იჩენს მემკვიდრეობითი ფაქტორები.
ნახეთქები – არა მარტო კოსმეტიკური დეფექტია, ასევე წარმოადგენს სიარულისას ქუსლების აუტანელი ტკივილის მიზეზს. ნახეთქები განსაკუთრებით საშიშია სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. ქუსლების კანს აზიანებს სოკოვანი დაავადებებიც.
ერთადერთი გზა, რომ არ დავუშვათ ნახეთქების წარმოქმნა ქუსლებზე და ჭრილობიდან სისხლდენა, არის ქუსლების კანის სწორი მოვლა.

რამდენიმე მარტივი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ნახეთქები ქუსლებზე და დაიბრუნოთ მათი სილამაზე.
  • პირველ რიგში გამორიცხეთ ფეხის ქუსლების სოკოვანი ან სხვა დაავადება, რადგან ამ შემთხვევაში გულმოდგინე მოვლაც ვერ გამოიღებს შედეგს. უმჯობესია მიმართოთ დერმატოლოგს.
 • გამოიყენეთ ფეხის ქუსლების მოსავლელად ეფექტური და უსაფრთხო საშუალება ,,ნეოდერმი”-ს ხსნარი, რომელიც არბილებს კანს, არეგულირებს კანის ტენიანობას, უზრუნველყოფს მის ტურგორს.
 • ,,ნეოდერმი”-ს ხსნარი კანის უჯრედების კერატინთან ზემოქმედებისას ახდენს კერატოლიზურ, ჰიდრატაციულ, დამარბილებელ, აქერცვლის, ქავილის საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ მოქმედებას.
რეკომენდაციები ფეხის ქუსლების მოვლასთან დაკავშირებით
იმისთვის, რომ ფეხის ქუსლების გარქოვანებამ არ შეგიქმნათ პრობლემები გარეგნული იერ-სახისა და ჯანმრთელობის მხრივ, საჭიროა ერთხელ და საბოლოოდ მისი თავიდან მოცილება.
 • პირველ რიგში ფეხის გულები კარგად უნდა დაილბოთ თბილ წყალში (სასურველია წყალში ზღვის მარილის გახსნა, ან გვირილის, გულყვითელას, სალბის ყვავილების ნახარშის დამატება). წყლის გაგრილების შემდეგ მას უნდა დაამატოთ ცხელი წყალი. პროცედურის ხანგრძლივობა უნდა იყოს 5-10 წთ.
 • მას შემდეგ, რაც ქუსლების გარქოვანებული კანი დარბილდება, ის უნდა მოიშოროთ პემზის გამოყენებით. ეს ეტაპი მოითხოვს დიდ გულმოდგინებას, სიფრთხილეს, რათა კიდევ უფრო არ დაიზიანოთ კანი ნახეთქების უბანში.
 • გარქოვანებული შრის მოცილების შემდეგ ქუსლები უნდა დაიმუშავოთ ,,ნეოდერმი’’-ს ხსნარით. ეფექტის გასაძლიერებლად სასურველია ფეხებზე ბამბის წინდების ჩაცმა. იდეალურ შემთხვევაში, პროცედურა უნდა ჩატარდეს საღამოს და წინდები უნდა გეცვათ დილამდე.
 • შემდგომში, თუ აღნიშნულ პროცედურას გაიმეორებთ პერიოდულად, თუნდაც კვირაში ერთჯერ, დაივიწყებთ ქუსლების ნახეთქების პრობლემას.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved