მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ვიტაციდი #10 ტაბ (შუშხუნა)
  

 


სამკურნალო – პროფილაქტიკური საშუალება 

 

 

,,ვიტაციდი’’
,,Vitacidi’’  

 

შუშხუნა ტაბლეტები

 

ერთი   ტაბლეტის  შემადგენლობა:
ასკორბინის მჟავა  _ 500 მგ;             
კალციუმის კარბონატი _ 400 მგ (შეესაბამება 160მგ კალციუმს).

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, ლაქტოზა, სველტე ან სლადინი, PVP ან PEG  -  საჭირო რაოდენობით  2,0 გ მასის ტაბლეტის მისაღებად.       


ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, ნერვული იმპულსების გატარებისა და კუნთების შეკუმშვის რეგულაციაში. იგი აუცილებელია კბილების მინერალიზაციისთვის. კალციუმი წარმოადგენს სისხლის შემდედებელი სისტემის ერთ-ერთ კომპონენტს, ზრდის კაპილარების რეზისტენტობას, ამცირებს მათ განვლადობას და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება.
ასკორბინის მჟავა მონაწილეობს ჟანგვა_აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედებაში, სტეროიდული ჰორმონების, კოლაგენისა და პროკოლაგენის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას და კაპილარების განვლადობის ნორმალიზაციას. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, შარდმდენი, ნაღველმდენი მოქმედება. იგი ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს ეგზოგენური და ენდოგენური მავნე ფაქტორების, ინფექციების და ინტოქსიკაციების მიმართ.


ჩვენება:
• კალციუმისა და ასკორბინის მჟავას ალიმენტური დეფიციტის შევსება;
• ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება კალციუმზე და ასკორბინის მჟავაზე (ორსულობის, ლაქტაციის დროს, ბავშვებში ინტენსიური ზრდის პერიოდში);
• მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები და ექსუდაციური პროცესები (გრიპი, პნევმონია, პლევრიტი, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, ადნექსიტი, ენდომეტრიტი);
• სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე პროცესები (ჰემორაგიული რეტინიტი, მინისებრ სხეულში სისხლის ჩაქცევა, დიაბეტური რეტინოპათია, მიკროანგიოპათია, ვენური უკმარისობა);
• სხვადასხვა ეთიოლოგიის ოსტეოპოროსის და მისი გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
• პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობა;
• ჰიპერთირეოზი;
• თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობა;
• ალერგიული დაავადებები (ჰემორაგიული დიათეზი და სხვა);
• კანის დაავადებები (ეგზემა, ფსორიაზი და სხვა);
• სისხლდენა;
• დასუსტებული ფიზიკური და ნერვულ-ემოციური მდგომარეობა;
• ტრავმის ან ოპერაციის შემდგომი პერიოდი.

უკუჩვენება:
• პარათირეოიდული ჯირკვლების  ჰიპერფუნქცია ან სხვა მიზეზით გამოწვეული ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია;
• სარკოიდოზი;
• თირკმელების მძიმე უკმარისობა.

 

შენიშვნა: 
საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულად მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს მათი როგორც თერაპიული, ასევე ტოქსიკური ეფექტის პოტენცირება.

 

გვერდითი მოვლენები:
შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, დიარეა ან ყაბზობა, სიმხურვალის შეგრძნება.

 

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: პერორალურად 1 ტაბლეტი 100მლ თბილ წყალში   გახსნილი, 2-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ბავშვებში – ექიმის რეკომენდაციით.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

 

გამოშვების ფორმა: 10 შუშხუნა ტაბლეტი პოლიმერული მასალის ტუბში კარგად მორგებული სახურავით. ტუბზე ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

შენახვის წესი:  მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved