მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
ენდეთ ქართულს !!! - ენდეთ ნეოფარმს !!!
NEODERMI სახის მკვებავი კრემი 

ნორმალური და მშრალი კანისათვის
ფასი: 17.00 ლარი

შემადგენლობა: სპერმაცეტი, კაკაოს ცხიმი, ზეითუნის ზეთი, ფუტკრის სანთელი, ვარდის ზეთი;
დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნატურალურ ნედლეულზე ქიმიური დანამატების გარეშე.

სპერმაცეტი _ თავისი შემადგენლობით ახლოს დგას ადამიანის კანის ცხიმებთან, ამიტომ მისთვის წარმოადგენს კარგ მკვებავს. სპერმაცეტი კანს ანიჭებს სინაზეს, ატენიანებს, კარგად გაიწოვება, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და არ ტოვებს ბზინვარების ეფექტს.

კაკაოს ცხიმი - ხასიათდება დამარბილებელი და დამატენიანებელი, კანის დამჭიმავი მოქმედებით, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და კანს იცავს გამოშრობის, გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან. კაკაოს ცხიმის ხანგრძლივად გამოყენებისას კანი ხდება ნაზი, უმჯობესდება მისი ფერი, შეუმჩნეველი ხდება წვრილი ნაოჭები.

თაფლის სანთელი – აღადგენს კანს, ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, შეიცავს A ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ეპითელიუმის უჯრედების ნორმალური განვითარებისთვის, ფუტკრის სანთელი კანზე წარმოქმნის აპკს, რომელიც ზედაპირს იცავს გაუწყლოებისგან, ანიჭებს ელასტიკურობას.

ზეითუნის ზეთი – ე.წ. ,,თხევადი ოქრო’’ ხელს უშლის კანის დაბერების პროცესებს, კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობას და ელასტიურობას, იცავს გამოშრობისგან.

ვარდის ზეთი – მეტად სასარგებლოა მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის. ის ახდენს მატონიზირებელ, დამარბილებელ მოქმედებას, აუმჯობესებს ქსოვილოვან სუნთქვას და ხელს უწყობს ნაოჭების ,,ალაგებას’’.

დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე
http://www.neopharm.ge/index.php?name=PagesD&op=page&pid=200

ფილიალების მისამართების სანახავად გადადით ბმულზე
http://www.neopharmi.ge/index.php?name=PagesF&op=cat&id=2

რეგიონები
http://www.neopharmi.ge/index.php?name=PagesF&op=cat&id=3



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved