მიგრენოლ-ნეო 10 მლ ცხ/წვ
 წამლის ფორმა: ნაზალური წვეთები.
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია:
მცენარეული ნაკრების ფხვნილისგან მიღებული წვენი - 9,5მლ;
Succus ex Pulver cpecies plantabilis;
ნაკრებში შედის: ლურჯი ნარის ფესვები - 3 წილი;
Radix Eryngii Campestre;
მინდვრის ნარის ფესვები - 3 წილი;
Radix Cirsii simplex;
ბაბუაწვერას ფესვები – 1 წილი;
Radices Taraxaci;
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ეთილის სპირტი 70%.
პარასამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი სამკურნალო მცენარეები შეიცავენ მთრიმლავ ნივთიერებებს, ფენოლკარბონმჟავებს, ეთეროვან ზეთებს, საპონინებს, ორგანულ მჟავებს (მჟაუნმჟავა, ვაშლის, ლიმონის, მაალონის, გლიკოლის მჟავები), ნახშირწყლებს (გლუკოზა, ფრუქტოზა, ჰექსოზა, საქაროზა), კუმარინებს, ინულინს.
პრეპარატის დახასიათება: მოყავისფრო-მოწითალო შეფერილობის ხსნარი სუსტი თავისებური სუნით, მომწარო გემოთი, დასაშვებია ნალექის ფორმირება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პარასამკურნალო საშუალებას ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური, შარდმდენი და დამამშვიდებელი მოქმედება.
ჩვენებები:
• თავის ტკივილი;
• შაკიკის შეტევების კუპირება (აურით ან აურის გარეშე);
• შაკიკის სტატუსი (კომპლექსურ თერაპიაში სხვა საშუალებებთან ერთად);
• თავბრუსხვევა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; არტერიული ჰიპოტენზია;
გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია მცენარეული ნედლეულისადმი ინდივიდუალური შეუთავსებლობის გამო.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: მონაცემები არ მოიპოვება.
მიღების წესი და დოზირება:
14 წლიდან 1-2 წვეთი 2-ჯერ დღეში ინტრანაზალურად.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. ექიმის რეკომენდაციით შეიძლება გაგრძელდეს 2 თვე;
ორსულობა და ლაქტაცია: მონაცემები არ მოიპოვება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 10მლ ხსნარი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.
მეორადი შეფუთვა: ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
|
|
|
|