ს/მც გვირილას ყვავილები - 50გ
გვირილას ყვავილები - 50გ
Flores Chamomillae
მომზადების და მიღების წესი: ნედლეულის 1 ჩაის კოვზს ამატებენ 200 მლ მდუღარე წყალს, აყოვნებენ 30 წთ და წურავენ.
ღებულობენ 100-100მლ-ს 3-ჯერ დღეში. გამოიყენება აგრეთვე პირის ღრუში გამოსავლებად, ოყნის სახით და საერთო აბაზანისათვის.
გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება მუცლის ღრუს ორგანოების სპაზმის, მეტეორიზმის, კოლიტის, ანაციდური გასტრიტის, ქოლეცისტიტის დროს - პერორალურად; პირის ღრუს დაავადებების - სტომატიტის, გინგივიტის, ლარინგიტის, ტონზილიტის დროს - გამოსავლებად; ბუასილის; პროქტიტების დროს - ოყნის სახით.
ვარგისობის ვადა: 2 წელი