ქაფურის ზეთი 10% 50მლ
გამოყენების ინსტრუქცია
ქაფურის ზეთი 10%
Oleum Camporatum 10%
საერთშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ქაფური.
ათქ კოდი: [М02АХ10]
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური, ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედების მქონე საშუალება.
წამლის ფორმა: გარეგანი ზეთიანი ხსნარი.
შემადგენლობა:
ქაფურის ზეთი 10%.
ქაფური - 5გ, მზესუმზირის ზეთი -50 მლ-მდე.
აღწერა: ყვითელი შეფერადების გამჭვირვალე ზეთოვანი სითხე, ქაფურის სუნით.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ქაფურის ზეთი ხასიათდება ადგილობრივ გამაღიზიანებელი, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეტიკური მოქმედებით. აღიზიანებს მგძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს, რეფლექტორულად აუმჯობესებს ორგანოებისა და ქსოვილების ტროფიკას.
ფარმაკოკინეტიკა: ქაფურის ზეთი კანის ზედაპირიდან შეწოვისას ნაწილობრივ იჟანგება, დაჟანგვის პროდუქტები უკავშირდება გლუკურონის მჟავას და გამოიყოფა თირკმელებით. პრეპარატის დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით სასუნთქი და სანაღვლე გზებით.
ჩვენება: მიოზიტი, მიალგია, იშიაზი, ართრალგია, რადიკულიტი, ნაწოლების პროფილაქტიკა.
გამოყენების წესი და დოზირება: გარეგანად. ხსნარს შეიზელენ 2-3-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 7-10 დღე.
გვერდითი მოვლენები: ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, ეგზემა, დერმატიტი, კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება. სიფრთხილით ინიშნება ბავშვთა ასაკში.
ჰიპერდოზირება: აგზნებადობა, ტაქიკარდია, კრუნჩხვები.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო სშუალებებთან: პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.
გამოშვების ფორმა: 50მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ან მინის ფლაკონებში;
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი - (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი''.
საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-64-46; 259-57-90.