ნეობილი ფორტე #20 კაფ
ნაღვლმდენი საშუალება
შემადგენლობა: უკვდავას ყვავილებისგან მიღებული ფლავონოიდების ჯამი - 0,3გ; პიტნის ზეთი – 0,001 გ; ასკილის ნაყოფების მშრალი ექსტრაქტი - 0,099 გ;
პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს, ფლავონოიდებს (ნარინგენინი, აპიგენინი, ქვერცეტინი, რუტინი, კემპფეროლი), მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს (K, ჩ, P, B ჯგუფი), მიკროელემენტებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს ნაღვლმდენი, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აქვეითებს კაპილარების განვლადობას და სიმყიფეს; არეგულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, ნახშირწყლების ცვლას. ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, ამცირებს დისპეფსიურ მოვლენებს. ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს მავნე ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების მიმართ.
ჩვენება:
• ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
• სანაღვლე გზების დისკინეზია;
• ჰეპატიტი;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა.
უკუჩვენება: ოქსალატურია;
მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად მოზრდილებში: 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10-დან 20 დღემდე;
განსაკუთრებული მითითებები: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება.
ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.
გვერდითი ეფექტების დაფიქსირების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა ბლისტერზე. ორი ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა: 3 წელი;
ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.