ვალერიანი (კატაბალახას ექსტრაქტი) 20მგ #50 ტაბ
პარასამკურნალო საშუალება
კატაბალახას ექსტრაქტი შეიცავს ვალერიანის და იზოვალერიანის მჟავებს, ბორნეოლს, მირტენოლს, ალკალოიდებს: ვალერიანს, ხოტინინს და სხვა; სედაციური მოქმედების ნივთიერებებს-ვალეპოტრიატებს.
აღწერა: ყვითელი შეფერილობის გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა: გ/ტბ.
აქტიური ინგრედიენტი:
კატაბალახას სქელი ექსტრაქტი 0,02გ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, სახამებელი, გლუკოზა, კალციუმის სტეარატი, ტალკი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, ქინოლინ ყვითელი, ტიტანის ორჟანგი, აეროსილი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას.
ჩვენებები: ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.
გვერდითი მოვლენები: სისუსტე, მოდუნება, (განსაკუთრებით დიდი დოზებით მიღებისას), ალერგიული რეაქციები;
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ყაბზობა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
სხვა პრეპრატებთან ურთიერთქმედება: აძლიერებს საძილე, სედაციური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.
სიფრთხილის ზომები:
პრეპარატის მაღალი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ფსიქომოტრული რეაქციების შეცირება, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
შენახვა:
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა: #50 შემოგარსული ტაბლეტი მინის ფლაკონებში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ყურადღება: ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
გაცემის წესი: ფრამაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა ურეცეპტოდ.