ვალერიანი პიტნით #20 ტაბ
დამამშვიდებელი საშუალება
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები: გ/ტბ
კატაბალახას სქელი ექსტრაქტი 0,02გ;
(Extractum Valerianae spissum)
პიტნის ზეთი (Oleum Menthae) 0.000289-0.000206გ;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, სახამებელი, გლუკოზა, კალციუმის სტეარატი, ტალკი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, მწვანე ფერის პიგმენტი, ტიტანის ორჟანგი, აეროსილი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
კატაბალახას ექსტრაქტი შეიცავს ვალერიანის და იზოვალერიანის მჟავებს, ბორნეოლს, მირტენოლს,Aალკალოიდებს: ვალერინს, ხატინინს და სხვა; სედაციური მოქმედების ნივთიერებებს - ვალეპოტრიატებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: დამამშვიდებელი საშუალება. ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას.
ჩვენება: ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.
შეფუთვა:
პირველადი შეფუთვა: 20 ტაბლეტი ბლისტერზე;
მეორეული შეფუთვა: 1 ბლისტერი მუყაოს სპეციალურ შეფუთვაში
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვა: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.