NEODROPS 30გ პასტილები დინდგელის არომატით

“NEODROPS”
With Propolis flavour
შემადგენლობა: იზომალტი E953, არაბული გომიზი E414, დინდგელი.
აღწერილობა: ღია მომწვანო ფერის პასტილები დინდგელის დამახასიათებელი სუნით და გემოთი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
• აქვს ანტისეპტიკური, ანტიმიკოზური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
• აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციისა და ეპითელიზაციის პროცესებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების დროს;
მიღების წესი და დოზირება: პირის ღრუს სანაციისთვის (პროფილაქტიკური მიზნით) დინდგელის პასტილის მიღება შეიძლება დღეში 3 - 4 ჯერ, საკვების მიღების შემდეგ.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთებითი დაავადებების დროს დინდგელის პასტილის მიღება (წუწვნა) უნდა მოხდეს ყოველ 3-4 სთ-ში ერთხელ, საკვების მიღების შემდეგ, დღეში არაუმეტეს 6 პასტილისა.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანების ხასიათზე.
პასტილის მიღების შემდეგ არ არის მიზანშეწონილი წყლის დალევა ან საკვების მიღება მინიმუმ 30 წთ-ის მანძილზე.
შენიშვნა: არის დაბალკალორიული პროდუქტი (100გ/200კკალ), არ შეიცავს შაქარს და მისი გამოყენება შესაძლებელია დიაბეტიკებისთვის;
უკუჩვენება: ალერგიული რეაქციები ფუტკრის პროდუქტებზე.
გვერდითი მოვლენები:
ფუტკრის პროდუქტებისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები: ლორწოვანის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი.
შეიძლება განვითარდეს სიმძიმის შეგრძნება კუჭ-ნაწლავის არეში.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევებში პასტილების გამოყენება უნდა შეწყდეს.
გაფრთხილება: დაუშვებელია დინდგელის პასტილების გამოყენება ფუტკრის პროდუქტებისადმი ალერგიის მქონე პირების მიერ.
გამოშვების ფორმა: 12 პასტილი მუყაოს კოლოფში (30გ±10%).
შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში მშრალ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.