დიგეოსლორი
ჰომეოპათური საშუალება კუჭ-ნაწლავის მოსაწესრიგებლად
შემადგენლობა:
ქრისტესისხლა / chelidonium majus 5DH
შავი თალგამი / raphanus sativus niger 7 DH
ხეჭრელი / Rhamnus frangula 7DH
დამხმარე ნივთიერება: საქაროზა.
ჩვენება: კუჭ-ნაწლავის მოსაწესრიგებელი საშუალება.
დოზირება:
მიიღება სუბლინგვალურად, 3 გრანულა 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 4 კვირა.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.
უკუჩვენება:
• შაქრიანი დიაბეტი.
• ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
• ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზის და გალაქტოზის სუსტი აბსორბციის უნარი.
გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი. ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25˚С ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის მიღება დაუშვებელია ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 80 გრანულა ტუბში. 3 ტუბს ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: SEVENE PHARMA. საფრანგეთი.