ბრილიანტის მწვანეს 1% სპირტიანი ხსნარი 15მლ

ბრილიანტის მწვანეს 1% სპირტიანი ხსნარი
წამლის ფორმა: ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის.
ათქ კოდი: D08AX.
შემადგენლობა: ბრილიანტის მწვანე - 1გ, ეთილის სპირტი 60% - 100მლ-მდე.
აღწერა: ინტენსიური მწვანე ფერის გამჭვირვალე სითხე სპირტის დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბრილიანტის მწვანე აქტიურია გრამდადებითი მიკრობების მიმართ, არ ახასიათებს გამაღიზიანებელი მოქმედება (არ იწვევს ქსოვილშიდა წნევის მომატებას).
ფამაკოკინეტიკა: პრეპარატი მცირედ შეიწოვება დაზიანებული ზედაპირიდან, არ შეიწოვება დაუზიანებელი უბნიდან.
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება გარეგანად კანის მსუბუქი ჩირქოვან-ანთებითი პროცესების დროს (პიოდერმია, ფურუნკულოზი, კარბუნკულოზი, ბლეფარიტი), ასევე საოპერაციო მიდამოს, ოპერაციებისა და ტრავმების შემდეგ კანის საფარის დასამუშავებლად.
გამოყენების წესი და დოზირება: გარეგანად.
ხსნარს დაიტანენ დაზიანებულ ზედაპირზე და მის ირგვლივ ჯანმრთელ ქსოვილებზე, ბლეფარიტის შემთხვევაში - ქუთუთოს ირგვლივ.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციება).
ხსნარის თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწყება წვა, ცრემლდენა, შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობები.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას, მის შემადგენლობაში შემავალმა სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანის გაღიზიანება, წვის შეგრძნება, დამწვრობა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: შეუთავსებელია სადეზინფექციო საშუალებებთან, რომელთა შემადგენლობაში შედის აქტიური იოდი, ამიაკი, ტუტეები.
გამოშვების ფორმა: 15მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ან მინის ფლაკონებში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი: შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ;
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-57-90, 259-64-46.