რეჰიდრონი ნეო ლიმონის არომატით
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ორგანიზმის დეჰიდრატაციის კომპენსაციისთვის.
წამლის ფორმა: ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად.
ათქ კოდი: A07CA.
შემადგენლობა: გლუკოზა – 5გ; ნატრიუმის ქლორიდი – 1,75გ; ნატრიუმის ციტრატი – 1,45გ; კალიუმის ქლორიდი – 1,25გ.
დამხმარე ნივთიერებები: ალუბლის ან ლიმონის არომატიზატორი, სახარინ ნატრიუმი, კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი.
Semadgenloba
|
raodenoba erT paketSi (500ml-sTvis)
|
raodenoba 1 Cais kovz fxvnilSi (250ml-sTvis)
|
glukoza
|
5000 mg
|
2500 mg
|
natriumi
|
1075 mg
|
537,5 mg
|
kaliumi
|
654 mg
|
327 mg
|
qloridi
|
1657 mg
|
828,5 mg
|
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატის გამოყენების მთავარი დანიშნულებაა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა, რომელიც ირღვევა ღებინებისა და დიარეის დროს ელექტროლიტების დაკარგვით.
,,რეჰიდრონი ნეო’’-ს შემადგენლობაში შემავალი გლუკოზა ახდეს მარილებისა და ციტრატების აბსორბციას და ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებას.
ფარმაკოკინეტიკა - T1/2 შეადგენს 1 სთ-ს. გამოიყოფა თირკმელებით.
ჩვენება: გაუწყლოვნების პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება: 1 პაკეტის შიგთავსი იხსნება 0,5ლ ახლად ადუღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში.
ბავშვებისთვის 1 ჩაის კოვზი ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს ფხვნილი უნდა გაიხსნას 250მლ ახლად ადუღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში.
გულისრევისა და ღებინებისას ხსნარი სასურველია მიღებული იქნას გაციებული სახით, მცირე ულუფობით.
ახალშობილებში და ბავშვებში ინიშნება 1-2 ჩაის კოვზი ხსნარი 5-10 წთ-იანი ინტერვალებით 4-6 საათის განმავლობაში.
მოზრდილებში ხსნარი მიიღება ულუფობით (50-100მლ) 3-5წთ-იანი ინტერვალებით 3-5 საათის განმავლობაში.
რეჰიდრატაციისთვის ,,რეჰიდრონი ნეო’’ პირველ 6-10 სთ-ის განმავლობაში მიიღება სხეულის მიერ დაკარგულ წონასთან მიმართებაში ორმაგი რაოდენობით. მაგალითად, თუ წონაში დანაკარგია 400გ, საჭიროა 800მლ ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს ხსნარის მიღება.
დიარეის გაგრძელების შემთხვევაში 24სთ-ის განმავლობაში ,,რეჰიდრონი ნეო’’, წყალი და სხვა სითხეები მიღებული უნდა იყოს შემდეგი სქემის მიხედვით:
sxeulis wona, kg
|
saWiro siTxis saerTo raodenoba, (l)
|
,,rehidroni neo’’ (l)
|
wyali (l)
|
sxva siTxeebi (l)
|
5
|
0,83
|
0,35
|
0,21
|
0,27
|
6
|
1
|
0,42
|
0,25
|
0,33
|
7
|
1,05
|
0,44
|
0,26
|
0,35
|
8
|
1,1
|
0,46
|
0,28
|
0,36
|
9
|
1,15
|
0,48
|
0,29
|
0,38
|
10
|
1,2
|
0,5
|
0,3
|
0,4
|
12
|
1,3
|
0,54
|
0,32
|
0,44
|
14
|
1,4
|
0,58
|
0,35
|
0,47
|
16
|
1,5
|
0,62
|
0,37
|
0,51
|
18
|
1,6
|
0,66
|
0,4
|
0,54
|
20
|
1,7
|
0,7
|
0,42
|
0,58
|
25
|
1,8
|
0,75
|
0,45
|
0,6
|
30
|
1,9
|
0,8
|
0,48
|
0,62
|
40
|
2,1
|
0,9
|
0,54
|
0,66
|
50
|
2,3
|
1,0
|
0,6
|
0,7
|
70
|
2,7
|
1,2
|
0,72
|
0,78
|
დეჰიდრატაციის მოვლენების შემცირების შემდეგ ,,რეჰიდრონი ნეო”-ს დოზა შეიძლება შემცირდეს 5-10მლ/კგ-მდე, რომელიც მიიღება ყოველი შემდგომი კუჭში თხლად გასვლის შემდეგ, ასევე, ყოველი ღებინების შემდეგ დამატებით აძლევენ ,,რეჰიდრონი ნეო”-ს 10მლ/კგ-ზე დოზით.
ჩვეულებრივ, პრეპარატი მიიღება არა უმეტეს 3-4 დღის განმავლობაში.
უკუჩვენება: თირკმელების ფუნქციის დარღვევები; შაქრიანი დიაბეტი; გონების დაკარგვა; გაუვალობა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი;
გვერდითი მოვლენები: რეკომენდირებული დოზებით მიღებისას არ იწვევს გვერდით ეფექტებს. არსებობს ალერგიული რეაქციების განვითარების პოტენციური შესაძლებლობა.
დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს ხსნარის დიდი მოცულობით ან ძალიან მაღალი კონცენტრაციით მიღებისას შესაძლებელია ჰიპერნატრიემიის განვითარება (სისუსტე, ძილიანობა, გონების დაბინდვა, კომა, ზოგჯერ შესაძლოა სუნთქვის გაჩერებაც); პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით შეიძლება მეტაბოლური ალკალოზის განვითარება, რაც ვლინდება ფილტვების ვენტილაციის დაქვეითებაში.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ,,რეჰიდრონი ნეო’’ ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება რეკომენდირებულ დოზებში.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.
სიფრთხილე: ღებინებისა და დიარეის დროს ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს გამოყენებით მკურნალობა დაწყებული უნდა იქნეს რაც შეიძლება დროულად და პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს დიარეის შეწყვეტამდე (ჩვეულებრივ, არა უმეტეს 3-4 დღის განმავლობაში). ხსნარში არ შეიძლება სხვა კომპონენტების დამატება, რათა არ შეიცვალოს პრეპარატის მოქმედება.
თუ ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს მიღებისას განვითარდება ძილიანობა, დეზორიენტაცია, მაღალი ტემპერატურა, ანურია (შარდის გამოყოფის შეფერხება), სისხლის გამოვლენა ექსკრემენტში, ან დიარეა გახანგრძლივდება 5 დღეზე დიდხანს, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან: ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს აქვს ტუტე რეაქცია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ერთდროული დანიშვნისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომელთა აბსორბცია ხორციელდება pH–ის განსაზღვრული მნიშვნელობისას.
შეფუთვა: 10გ ფხვნილი პაკეტში. 10 პაკეტი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºc ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში (2-8 ºc ტემპერატურაზე) არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი''.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46; 259-57-90.