მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
გოჯის კრემი- ანტიასაკობრივი 50+ - 50მლ
ყველა ტიპის კანისთვის


შემადგენლობა: წყალი, მინერალური ზეთი, ნუშის ზეთი, გლიცეროლ მონოსტეარატი, სტეარინის მჟავა, პარაფინი, ზეითუნის ზეთი, სელის ზეთი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, E ვიტამინი, ტროლამინი, გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი, გოჯის ექსტრაქტი, ვაშლის ზეთი, ვარდის ზეთი, ჰიალურონის მჟავა, ფენოქსიეთანოლი, ქლორფენეზინი.  

გოჯის ექსტრაქტი  ყველაზე ეფექტური და სწრაფად მოქმედი საშუალებაა კანის გასაახალგაზრდავებლად. გოჯის ექსტრაქტი აცოცხლებს, ანაზებს კანს, ხსნის დაღლილობას, მოშვებულობას.
სტეარინის მჟავას აქვს დამატენიანებელი და მკვებავი ფუნქცია, აჩერებს ეპიდერმისის უჯრედების კვდომას, ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რის გამოც ხელს უშლის კანის დაბერების პროცესებს.
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი კანს იცავს მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, პიგმენტური ლაქების წარმოქმნისგან, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, დატენიანებას, გაახალგაზრდავებას.
ზეითუნის ზეთი, ე.წ. ,,თხევადი ოქრო’’, ხელს უშლის კანის დაბერების პროცესებს, კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობას და ელასტიკურობას, იცავს გამოშრობისგან.
ვიტამინი E – ს აქვს გამაახალგაზრდავებელი მოქმედება: ამცირებს ნაოჭებს, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ხელს უშლის კანის ასაკობრივი პიგმენტაციისა და მოშვებულობის განვითარებას. აქვს დამატენიანებელი მოქმედება: კანში აკავებს ტენს, ატონიზირებს, ხდის გლუვს.
აქვს დამცველი მოქმედება: ტოკოფეროლი იცავს კანს მზის რადიაციის მავნე ზემოქმედებისგან, უჯრედებს კი იცავს თავისუფალი რადიკალებისგან. ტოკოფეროლი აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას, ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების განმტკიცებას, რის გამოც ამცირებს თვალის უპეების ჩამუქებულობასა და სახის კანზე კუპეროზის (კაპილარული ბადეების) განვითარებას.
ჰიალურონის მჟავას მთავარი ფუნქციაა კანისა და მიმდებარე ქსოვილებში წყლის ბალანსის რეგულირება, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზში მონაწილეობა, მისი მოქმედებით კანი ხდება გლუვი და ელასტიკური, ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას.
სელის ზეთი მდიდარია თიამინით და ნიაცინით, რომლებიც ხელს უწყობენ წვრილი ნაოჭების გაქრობას, ხოლო რეტინოლი ასტიმულირებს ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებას, რომლებიც კანის ელასტიკურობისა და დრეკადობის განმსაზღვრელი ფაქტორებია. ასევე სელის ზეთი სასარგებლოა კანის მომატებული ცხიმიანობისა და ანთებისადმი მიდრეკილებისას, კანის გაფართოებული ფორების დროს, რადგან რეტინოლი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და ათანაბრებს კანის ფერს, ხოლო ქოლინი ამცირებს კანის გაღიზიანებადობას. M
ნუშის ზეთი შეიცავს ფიტოსტეროლებს, ვიტამინ E-ს და К-ს და ქოლინს, რომლებიც კანს ანიჭებს სინაზეს, აძლევს ჯანსაღ ფერს. შეიძლება გამოყენებული იყოს თვალის ირგვლივ კრემის მოსამზადებლად კანის წვრილი ნაოჭების შესამცირებლად.
ვარდის ზეთი სასარგებლოა მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის. აქვს მატონიზირებელი, დამარბილებელი, ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება.
მინერალური ზეთი კანის ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ აპკს, რომელიც იცავს ტენის აორთქლებისა და გაუწყლოებისგან.


გამოყენების წესი: კრემი დაიტანეთ სახის გაწმენდილ კანზე დილა-საღამოს და თანაბრად გადაანაწილეთ ნაზი პალპაციით (კანის დაჭიმვის გარეშე) კრემის სრულ შეწოვამდე.

ეფექტურობა: გოჯის ანტიასაკობრივ კრემს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური აქტივობა: იცავს კანს გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან, ანელებს დაბერების პროცესებს. კრემი ატენიანებს, კვებავს კანს, ანიჭებს ელასტიკურობას, ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას.  
    
შეფუთვა: 50მლ ფლაკონში.  .

განსაკუთრებული მითითება: არ შეიცავს პარაბენებს, პარფიუმს და sls-ს.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°c ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხ-ნი მე-12 კმ.













"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved