პარასამკურნალო საშუალება
Guttae odontalgicae წამლის ფორმა: წვეთები. ათქ კოდი: A01AD11. შემადგენლობა: (1გ/25მლ)
კატაბალახას ნაყენი - 14,25გ, პიტნის ზეთი - 0,775გ, ქაფური - 1,6გ, 95% ეთილის სპირტი.
პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (მენთოლი, ბორნეოლი, იზოვალერიანის მჟავა და მათი ეთერები), ვალეპოტრიატებს. ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია ანტისეპტიკური, სედატიური, მსუბუქად გამოხატული ადგილობრივი ანესთეზიის უნარი _ მენთოლი და ქაფური აღიზიანებს კანისა და ლორწოვანი გარსის ნერვულ დაბოლოებებს და იწვევს სიცივის შეგრძნებას. ჩვენება:
• კბილის ტკივილი;
• კარიესი. მიღების წესი და დოზირება:
5-10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში დაზიანებულ კბილში ჩასადებად ბამბით. უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• ეპილეფსია;
• კბილის დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას. გვერდითი მოვლენები: იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, ძილიანობა. ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ ახდენს გავლენას. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის შესწავლილი. გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით. გამოშვების ფორმა:
25მლ მუქი ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით. აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე. შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე. ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი''.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-57-90, 259-64-46
"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved