კუნელის ნაყენი 25მლ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის კარდიოტონური საშუალება
საერთაშორისო სახელწოდება: კუნელის ნაყენი.
ათქ კოდი: C01EB04.
წამლის ფორმა: ნაყენი.
შემადგენლობა (25მლ-ზე): კუნელის ნაყოფები – 1,87გ; კუნელის ყვავილები - 0,62გ; 70% ეთილის სპირტი - საკმარისი რაოდენობით 25მლ ნაყენის მისაღებად.
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ტრიტერპენულ ნაერთებს (ოლეინის და ურსულის მჟავა), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ქვერცეტინი, რუტინი), მთრიმლავ ნივთიერებებს, კოფეინისა და ქლოროგენის მჟავას, ქოლინს, აცეტილქოლინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს სედაციური, კარდიოტონური (ინოტროპული მოქმედება-კარდიომიოციტებში კალციუმის ცვლის და მეტაბოლიზმის რეგულირების შედეგად), სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ჰიპოტენზიური მოქმედება. ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ზრდის გულის კუნთის მგრძნობელობას საგულე გლიკოზიდების მიმართ.
ჩვენებები:
• გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევები: ტაქიკარდია, ექსტრასისტოლური არითმია;
• ანგიონევროზები;
• კარდიალური და ჰიპერტონული ტიპის ნეიროცირკულაციური დისტონია.
გვერდითი მოვლენები: ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რექციები, გამონაყარი, ქავილი.
დიდ დოზებში ხანგრძლივად მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია.
მიღების წესი და დოზირება: პერორალურად 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების წინ (წვეთები უნდა განზავდეს 1/4 ჭიქა წყალში). მკურნალობის კურსი დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
• ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს საგულე გლიკოზიდებისა და ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედება.
განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია არტერიული წნევისა და ელექტროკარდიოგრამის კონტროლი.
დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: თავბრუსხვევა, კანკალი, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადების, ალკოჰოლიზმის, თავის ტვინის დაავადების დროს, თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოშვების ფორმა: 25მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი თავსახურავით
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.