შენიშვნა: პრეპარატის მიღების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ!
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 25მლ მუქი შეფერილობის მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.
მეორეული შეფუთვა: ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის რეცეპტის გარეშე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის წესი: ინახება 18-25˚С ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი'',
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46; 259-57-90.