ნეოპლატი #20 კაფ
ნეოპლატი
,,Neoplati’’ in capsulis
კაფსულებში
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მ_ქოლინოლიზური საშუალება.
შემადგენლობა:
პლატიფილინის ჰიდროტარტრატი - 0,005 გ;
კალიუმის ბრომიდი - 0,15 გ; კოფეინ-ნატრიუმ ბენზოატი - 0,15 გ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია სპაზმოლიზური, ქოლინოლიზური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მარეგულირებელი მოქმედება.
ჩვენება:
- თავის ტკივილი (შაკიკისმაგვარი, თავის ტვინის სისხლძარ¬ღვების სპაზმით გამოწვეული);
- ზღვის დაავადება~ (გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი ტრანსპორტით მგზავრობისას);
- სანაღვლე, კუჭ-ნაწლავის და საშარდე სისტემის სპაზმური ტკივილები;
- ბრადიკარდიით და ბრადიარითმიით მიმდინარე ნეიროცირკულაციური დისტონია;
- როგორც დამხმარე საშუალება ბრონქული ასთმით დაავადებულებში ბრონქოსპაზმის მოსახსნელად.
გვერდითი მოვლენები:
პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, მიდრიაზი (აკომოდაციის დარღვევა).
უკუჩვენება:
პირის სიმშრალე, გულისცემის აჩქარება, გუგების გაფართოება.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: პერორულად 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ან მგზავრობამდე ნახევარი საათით ადრე.
გამოშვების ფორმა:
10 კაფსულა ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტარი თავსდება მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის წესი: ინახება 18-25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან
დაცულ, გრილ ადგილზე.