მიგრენოლ-ნეო #20 კაფს
პარასამკურნალო საშუალება
წამლის ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა:
მცენარეული ნაკრების ფხვნილი - 0,25 გ.
ნაკრების შემადგენლობა: ლურჯი ნარის ფესვები (Radix Eringii campestre) - 3 წილი; მინდვრის ნარის ფესვები (Radix Cirsii simplex) - 3 წილი; ბაბუაწვერას ფესვები (Radix Taraxaci vulgare) - 1 წილი.
დამხმარე ნივთიერებები: ტალკი, აეროსილი.
პარასამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი სამკურნალო მცენარეები შეიცავენ ეთეროვან ზეთებს, საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს (მჟაუნმჟავა, ვაშლის, ლიმონის, მაალონის, გლიკოლის მჟავები), ნახშირწყლებს (გლუკოზა, ფრუქტოზა, ჰექსოზა, საქაროზა), ფენოლკარბონმჟავებს, კუმარინებს, ინულინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პარასამკურნალო საშუალებას ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური, შარდმდენი და დამამშვიდებელი მოქმედება.
ჩვენებები:
• თავის ტკივილი;
• შაკიკის შეტევების კუპირება (აურით ან აურის გარეშე);
• შაკიკის სტატუსი (კომპლექსურ თერაპიაში სხვა საშუალებებთან ერთად);
• თავბრუსხვევა.
მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად: მოზრდილებში 14 წლის ზემოთ - 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვე.
საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია პრეპარატის მიღების ჯერადობა გაიზარდოს 4– მდე, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვემდე.
უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
• არტერიული ჰიპოტენზია;
გვერდითი მოვლენები:
შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია მცენარეული ნედლეულისადმი ინდივიდუალური შეუთავსებლობის გამო.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: მონაცემები არ მოიპოვება.
ორსულობა და ლაქტაცია: მონაცემები არ მოიპოვება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა: პირველადი შეფუთვა: 10 კაფსულა ბლისტერზე.
მეორადი შეფუთვა: 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება 15-25°С ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.