ნეოიმუნი 100მლ- სიროფი
სიახლე !!!
გამოყენების ინსტრუქცია
ნეოიმუნი
პარასამკურნალო საშუალება
წამლის ფორმა: სიროფი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ზოგადი მატონიზირებელი საშუალება.
შემადგენლობა: (100მლ-ზე)
აქტიური სუბსტანციები: კრაზანას ბალახი - 11,2გ, სინამაქის ფოთლები - 7,4გ, ასკილის ნაყოფები - 7,4გ, წითელი ჭარხლის ბოლქვები -11,2გ.
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, ლიმონის ზეთი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, კალიუმის სორბატი, წყალი.
ნეოიმუნის სიროფი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ანტრაცენწარმოებულებს (ჰიპერიცინი, ფსევდოჰიპერი¬ცინი, გლუკო-ალოე-ემოდინი, გლუკორეინი), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ქვერცეტინი, რუ¬ტინი, იზორამნეტინი, კემპფეროლი), ვიტამინებს (ჩ, B1, B2, P, PP, K, E), კაროტი¬ნოიდებს, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის), ცხიმოვან ზეთებს, პექტინურ ნივთიერებებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევის შედეგად დადგენილია, რომ პრეპარატს გააჩნია იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, აძლიერებს ანტისხეულების გამომმუშავებელი უჯრედების გენერაციის პროცესს და ანტისხეულების პროდუქციას. აქვს იმუნომაკორეგირებელი თვისება იმუნოდე¬პრესიის სხვადასხვა მოდელების, მათ შორის ე.წ. ~ეკოლოგიური იმუნოდეფიციტის~ დროს, რაც განაპირობებს ამ პრეპარატის, როგორც იმუნომოდულატორის გამოყენების მიზანშეწონილობას ჰუმორალური იმუნი¬ტეტის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებებისას.
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში:
• მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების (გრიპი, პნევმონია, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი და სხვ.) დროს;
• პოსტოპერაციული პერიოდის დროს;
• ხანგრძლივი ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას;
• გამოფიტვის დროს უძილობისა და ფსიქო-ემოციური სტრესების ფონზე;
• არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების მოქმედების დროს;
• ზოგადი საერთო სისუსტის დროს.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად საკვების მიღების შემდეგ. დასაშვებია სიროფის გახსნა მცირე რაოდენობით წყალში.
მოზრდილებში: 5-10 მლ სიროფი (1 - 2 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 1_დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი (1/2 ჩაის კოვზი) 1-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3_დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი (1 ჩაის კოვზი) 1-ჯერ დღეში ან 2,5მლ სიროფი (1/2 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6_დან 10 წლამდე: 5მლ სიროფი (1 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში;
ბავშვებში 10_დან 14 წლამდე: 5მლ სიროფი (1 ჩაის კოვზი) 3_ჯერ დღეში;
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია მკურნალობის კურსის განმეორება 2 კვირიანი შესვენების შემდეგ.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები: ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: არ არის შესწავლილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ ახდენს ზემოქმედებას.
ზემოქმედება ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს ზემოქმედებას.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 100მლ სიროფი მუქი ნარინჯისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონში.
მეორეული შეფუთვა: 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: ინახება 15_250ჩ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მწარმოებელი: შპს ~ნეოფარმი~.
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-57-90, 259-64-46