მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
კორდიამინი 25% 15მლ წვ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასუნთქი ორგანოების დაავადებების სამკურნალო სხვა საშუალებები, სუნთქვის სტიმულატორები.

წამლის ფორმა: შიგნით მისაღები წვეთები.


შემადგენლობა: 

ნიკოტინის მჟავას დიეთილამიდი _ 25 გ;

გამოხდილი წყალი _ 100 მლ-მდე.


ფარმაკოლოგიური მოქმედება: ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აღაგზნებს სუნთქვით და სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრებს, აქვს პირდაპირი მასტიმულირებელი მოქმედება გულზე და არ ავლენს სისხლძარღვთა შემავიწროებელ ეფექტს. ზრდის არტერიულ წნევას და აუმჯობესებს გულის მუშაობას.


ჩვენება:

გულ-სისხლძარღვთა მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;

ასფიქსია და ახალშობილთა ასფიქსია.

კოლაფსი;

შოკური მდომარეობა;

ჰიპოტენზია; 

ზოგჯერ საძილე, ნარკოტიკული და ანალგეტიკური ნივთიერებებით მოწამვლა.


უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, კრუნჩხვითი მოვლენები. 

                

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატს აზავებენ მცირე რაოდენობის წყალში და იღებენ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად; 

მოზრდილებში: 15-40 წვეთი ერთ მიღებაზე 2-3 ჯერ დღეში. 

ბავშვებში: ერთ მიღებაზე ინიშნება იმდენი წვეთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი.


გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის, გულისცემის მომატება, გულისრევა.  

                    

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: არ არსებობს მონაცემები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: კორდიამინი აძლიერებს ფსიქოსტიმულატორების, ანტიდეპრესანტების ეფექტს, ასუსტებს ნარკოზული ანალგეტიკების, საძილე, ანტიფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების (ნეიროლეპტიკების), ანქსიოლიზური, ანტიეპილეფსიური საშუალებების  მოქმედებას. კორდიამინის ეფექტს ასუსტებს პასმი, ფენოთიაზინის ნაწარმები და ზოგადი საანესთეზიო საშუალებები. რეზერპინი აძლიერებს პრეპარატის ეპილეფსიის გამომწვევ მოქმედებას. 


ზემოქმედება ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: სამკურნალო დოზის მიღებისას არ ახდენს ზემოქმედებას.


სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები: კორდიამინის გამოყენების წინ სასურველია ექიმთან კონსულტაციის გავლა!


დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბებისას კორდიამინმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.

                        

შეფუთვა: 15 ან 25მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით.

                     

გაცემის წესი:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.


ვარგისობის ვადა: 5 წელი.


ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.


შენახვა:  ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25ºС ტემპერატურის პირობებში.


მწარმოებელი:  შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.

საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.

ტელ/ფაქსი: + 995 (032) 259-64-46; 259-57-90.

 



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved