მოგწონთ ნეოფარმის პრეპარატები?
ძალიან კარგია
უკეთესი ჯობია
არ მომწონს
საშინელებაა
» შედეგები
     
დიკლოფენაკი ნეო 1% 25გ გელი
წამლის ფორმა : გელი.



ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: დიკლოფენაკი 25გ-ზე:.

შემადგენლობა : 
აქტიური სუბსტანცია: ნატრიუმის დიკლოფენაკი – 0.25გ;
დამხმარე ნივთიერებები: დიეთილამინის ჰიდროქლორიდი, დიმეთილსულფოქსიდი, სპირტი 95%, მეთილპარაბენი, კარბოპოლი, წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პიტნის ზეთი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
 
ფარნაკოდინამიკა: დიკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით. 
პრეპარატის მოქმედების მექანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიკლოფენაკის მიერ პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირება, რაც დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა 1-ს და ციკლოოქსიგენაზა 2-ს აქტივობის დათრგუნვასთან.
პრეპარატი ანთებით კერაში ამცირებს ტკივილს, შეშუპებას  და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
 
ფარმაკოკინეტიკა: ადგილობრივი გამოყენებისას ნაწილობრივ შეიწოვება კანით. დიკლოფენაკის რაოდენობა კანში პროპორციულია კონტაქტის დროის და დატანის ფართობის. ბიოშეღწევადობა არის – 6%, პლაზმის ცილებთან კავშირი 99.7% გამოიყოფა თირკმელებით. 

ჩვენებები: 
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები:
რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, პოდაგრული და სხვა მეტაბოლური ართრიტები, სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი;
რბილი ქსოვილების რევმატული დაზიანებები: სახსრების, კუნთების, მყესების, იოგების ტრავმული დაზიანებები.
რბილი ქსოვილების და და სახსრების პოსტტრავმული ანთება: დაჭიმვის, დატვირთვის და დაზიანების შედეგად.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
 
ადგილობრივი რეაქციები: ეგზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი (ჰიპერემია, აქერცვლა, ქავილი). 
ხანგრძლივი გამოყენებისას ან სხეულის დიდ ფართობზე დატანისას დიკლოფენაკის რეზორბციული მოქმედების შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს სისტემური
 
გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. 
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება და მიმართოს ექიმს.

გამოყენების წესი და დოზირება: 
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში გელი დაიტანება დაზიანებულ ადგილზე თხელ ფენად და მსუბუქად შეიზილება დღეში 3-4-ჯერ. 
იმის გათვალისწინებით, რომ გარეგანი გამოყენებისას დიკლოფენაკის მხოლოდ 6% შეიწოვება, ბავშვებში 6-დან 12-წლამდე გელი დაიტანება არაუმეტეს  დღეში 2-ჯერ ექიმის რეკომენდაციით. 
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე და მკურნალობის ეფექტურობაზე (ეფექტის გაძლიერების მიზნით გელი გამოიყენება დიკლოფენაკის სხვა ფორმებთან ერთად). ექიმთან კონსულტაციის გარეშე მისი გამოყენება არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას. 

დოზის გამოტოვება: პრეპარატის გამოყენების გამოტოვების შემთხვევაში გელის შემდგომი დოზის დატანა უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.

უკუჩვენება: 
 
მომატებული მგრძნობელობა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისადმი. 
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. 
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.  
კანის მთლიანობის დარღვევა. 

დოზის გადაჭარბება: 
პრეპარატის გარეგანი გამოყენებისას, დიკლოფენაკის დაბალი სისტემური აბსორბციის უნარიდან გამომდინარე, დოზის გადაჭარბება   პრაქტიკულად შეუძლებელია. 
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება ადგილობრივად გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, წვა, ქავილი. 
მკურნალობა სიმპტომურია. 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატი აძლიერებს ფოტოსენსიბილიზაციის გამომწვევი საშუალებების მოქმედებას. 
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის. 
  
სიფრთხილე: პრეპარატის დატანის შემდეგ, გამოხატული ქავილისა  და წვის შეგრძნების შემთხვევაში, კანი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


გამოშვების ფორმა:  
პირველადი შეფუთვა: 25 გ გელი ალუმინის ტუბში.
 
მეორეული შეფუთვა: ტუბი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად. 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
 
შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 15-25°c ტემპერატურულ პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III (გაიცემა ურეცეპტოდ).

მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი”.

საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: + 995 (32) 259-64-46; 259-57-90.



"
Copyright (c) 2010 NEOPHARMI+ LTD - All Rights Reserved